თეგი: მეტეხის ხიდი

მეტეხის ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა

მეტეხის ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესაებ თბილისის მერია ავრცელებს. მეტეხის ხიდის რეაბილიტაცია მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 715 000 ლარი დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში, მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად შეიცვალა, გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს ჰიდროიზოლაცია მოეწყო და ასფალტო-ბეტონის ახალი საფარი 2 300 კვ.მ ფართობზე დაიგო.  „ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოების ბოლო ფაზა - გზის დაგება, რაც დღეს, საღამოს მთლიანად დასრულებული იქნება. ამის შემდეგ „თბილსერვის ჯგუფი“ არსებულ ტერიტორიას დაასუფთავებს და დროებითი დახაზვა მოხდება. საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნება. პროექტის ფარგლებში, მეტეხის ხიდს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. შენარჩუნდა ისტორიული მოაჯირები, შეიცვალა საფეხმავლო ფილები, სადრენაჟე სისტემა მთლიანად გამოიცვალა. ასევე, არ არსებობდა სანიაღვრე სისტემა, რომელიც ხიდს სჭირდება. პროექტით ესეც შესრულდა. გაკეთდა ღამის მინათებები. საკმაოდ ეფექტური და ლამაზი პროექტი გამოვიდა“, - განაცხადა კალაძემ. დასრულებული სამუშაოები, მერთან ერთად, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ლევან ნაროუშვილმა, ისნის რაიონის გამგებელმა ნიკა ელისაშვილმა, ასევე, კრწანისისა და ისნის რაიონების მაჟორიტარმა დეპუტატებმა - ლევან ჯაფარიძემ და კახა ლაბუჩიძემ დაათვალიერეს.  

საახალწლო ღონისძიების გამო, მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის გადაადგილება ცალმხრივად შეიზღუდება

საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიების გამო, 21 დეკემბრის 15:00 საათიდან მეტეხის ხიდზე სატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილება ცალმხრივად შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეზღუდვა გორგასალის მოედნიდან მეტეხის ხიდისა და მეტეხის აღმართის მიმართულებით, ასევე, მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით იმოქმედებს. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გორგასალის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ გორგასალის მოედნისა და კოტე აფხაზის ქუჩის, ასევე, თუმანიანის ქუჩიდან გორგასალის ქუჩის მიმართულებით. „მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან კი, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ, როგორც მეტეხის ხიდისა და გორგასალის მოედნის, ასევე, ღვინის აღმართის საშუალებით. ღონისძიებების მიმდინარეობისას, ავტობუსები: N301, N331, N344, N345, N350, N371 და მიკროავტობუსები: N538, N547, N550, N580 გორგასალის ქუჩიდან მეტეხის ხიდის ნაცვლად, მოძრაობას კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით შეძლებენ, ხოლო თავისუფლების მოედნიდან მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ. ავტობუსი N333 ხეთაგუროვის ქუჩიდან ავლაბრის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, ევროპის მოედნის ნაცვლად, ბარათაშვილის ხიდიდან გადავა ბარათაშვილის ქუჩაზე, პუშკინის ქუჩის დასაწყისში დატრიალდება, რის შემდეგაც, ავლაბრის მოედნის მიმართულებით, დადგენილი სქემით იმოძრავებს. რაც შეეხება N538, N547, N550 და N580-ს, მიკროავტობუსები გორგასალის ქუჩიდან მეტეხის ხიდის ნაცვლად, მოძრაობას განაგრძობენ კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც, თავისუფლების მოედნიდან N547 და N580 იმოძრავებენ დადგენილი სქემით. N538 და N550 მარშრუტები კი, გადავლენ ბარათაშვილის ხიდზე და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით, დადგენილი სქემით გადაადგილდებიან“, – აცხადებენ მერიაში.  

მეტეხის ხიდიდან მტკვარში ავტომობილი გადავარდა

მეტეხის ხიდიდან მტკვარში ავტომობილი გადავარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ მტკვარში სამძებრო სამუშაო მიმდინარეობს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი პირი იყო ავტომობილში.  

ავტომობილში, რომელიც მეტეხის ხიდიდან მტკვარში გადავარდა, მაშველებმა ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

თბილისში, მეტეხის ხიდთან სამძებრო-სამაშველო სამუშაო ღამით დასრულდა. მაშველებმა ავტომობილი მტკვრიდან ამოიყვანეს. როგორც ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა, თბილისის სახანძრო ძალების სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა განუცხადა, ავტომობილში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. „შემოსული ინფორმაციით, მეტეხის ხიდიდან მდინარე მტკვარში გადავარდა ავტომობილი. ადგილზე დროულად მოახდინა რეაგირება სახანძრო-სამაშველო ძალებმა. ჩართული იყო მყვინთავთა ჯგუფი, ასევე, მცურავი საშუალებები, მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა. რამდენიმესაათიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ მყვინთავთა მიერ ნაპოვნი იქნა ავტომანქანა, რომელიც ამოყვანილია მძიმე ტექნიკის საშუალებით. ავტომანქანაში ნანახი იქნა ერთი გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი. რაც შეეხება ვინაობას, ამ ეტაპზე უცნობია და დაადგენს შესაბამისი სამსახური,“ – განაცხადა ლევან მუსელიანმა. მტკვრის პერიმეტრზე სამძებრო-სამაშველო სამუშა, მყვინთავების ჩართულობით, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს პირადად ხელმძღვანელობდა სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი. მეტეხის ხიდიდან მტკვარში ავტომობილი გადავარდა.